პოლიტიკის დოკუმენტები – 2020 წელი

  1. ძლიერი საზოგადოება-ძლიერი მმართველობისთვის
  2. “პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები“
  3. ევროპული ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების ფორმირების პრობლემები და გადაჭრის გზები საქართველოში
  4. საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგი იმერეთის 7 მუნიციპალიტეტში
  5. საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე შესვლის ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი და გაუმჯობესების პერსპექტივები
  6. გარემოსდაცვითი  და კლიმატის ცვლილების მიმართულებით  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  დაგეგმილი და შესრულებული  საქმიანობების მონიტორინგი
  7. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით წყლის რესურსების სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის და ფოთის მუნიციპალიტეტებზე ყურადღების გამახვილებით
  8. “ბიომრავალფეროვნება (ჰაბიტატები და სახეობები), გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიებში”
  9. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ჩარჩო დირექტივების შესასრულებლად ენერგეტიკული რესურსების გამოყენება COVID-19 პანდემიის პირობებში
  10. ელექტოენერგიის მოხმარებაში ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვასა და კლიმატის ცვლილებების შერბილების ინოვაციური მიდგომების რეალიზაცია და  მუნიციპალიტეტებში არსებული შენობება-ნაგებობების და სატრანსპორტო საშუალებების ენერგოეფექტურობის ღონისძიებათა დანერგვა-განვითარება.
  11. საქართველოში საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის  ორგანიზება.  
  12. საზღვაო სივრცის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის საკვანძო მოვლენები და შესრულების  მონიტორინგი ბათუმის, ქობულეთის,  ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტბში
  13. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გარემოსდაცვით და გენდერის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი).

პოლიტიკის დოკუმენტები – 2016 წელი

საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგნელებმა შეიმუშავეს და მთავრობას წარუდგინეს 24 პოლიტიკის დოკუმენტი.

პოლიტიკის დოკუმენტებში განხილულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის საკითხები.

პოლიტიკის დოკუმენტები შემუშავებულია ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

  1. აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში ევროპასთან თანამშრომლობის პოლიტიკა. დოკუმენტი შემუშავებულია ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“-სა და ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი”-ს მიერ. 
  2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
  3. უცხო ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია თბილისი“; ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“
  4. საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფის ძირითადი ასპექტები. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,თავისუფალი არჩევანი“; ,,საზოგადოებრივი დამცველი“
  5. რეგიონული განვითარების პოლიტიკა და დეცენტრალიზაცია. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-ს მიერ.
  6. მცოცავი ოკუპაციით დაზარალებული სოფლების კვლევა. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“-ს მიერ
  7. მუნიციპალურ დონეზე ნარჩენების მართვაში საზოგადოების ჩართულობის როლი. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი – სპექტრი“ ; ,,საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“
  8. რისკის ანალიზზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვა: გამოვლენილი ნაკლოვანებები და გამოსწორების რეკომენდაციები. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“-ს მიერ
  9. სახელმწიფო საინვესტიციო რესურსების ხელმისაწვდომობა მცირე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ასოციაცია “OXFAM”-ის საქართველოს წარმომადგენლობა“-ს მიერ
  10. კორპორაციული მმართველობის პრობლემები და გამოწვევები საქართველოში. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“; ,,საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ანალიტიკის ასოციაცია”
  11. საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში სახმელეთო ტრანსპორტის სექტორის ანალიზი: ციფრული ტაქოგრაფების დანერგვა შიდა გადაზიდვებში და გადაყვანებში და აღსრულების პროცესის დაწყება. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“
  12. მცირე ბიზნესის აქტი და საკანონმდებლო გარემო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: საქართველოს ასოციაცია: ,,ქალი დ ბიზნესი“; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქართველოს ჩაი“; ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“
  13. კვლევის, შემუშავებისა, და ინოვაციის პოლიტიკა: წინადადებები და რეკომენდაციები. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი“; ,,ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ევროპული განვითარებისთვის“
  14. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მართვის სქემის შემუშავება. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცი”-ს მიერ;
  15. სატყეო ენერგეტიკული კრიზისის აღმოფხვრა ბიომასის მდგრადი გამოყენებით. გამოყენებით პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“; ,, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“
  16. გარემოს ხარისხის გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის შეფასება და მისი ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“; ფონდი ,,კავკასიის ეკოლოგია“
  17. მუნიციპალური და რეგიონული განვითარების კონცეფციები დარგობრივ კლასტერებში. დოკუმენტი მომზადებულია ,,კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით’’-ის მიერ
  18. ენერგოეფექტურობა – ქვეყნის განვითარების გარდაუვალი აუცილებლობაა. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“-ს მიერ
  19. საქართველოში ქ. ყვარელის წალეკვის სტიქიური ეკოლოგიური კატასტროფის რისკის პრევენიცა, მდინარე დურუჯის კალაპოტში ღვარცოფების შეკავების და თიხაფიქალების ნატანის უტილიზაციით ინოვაციურ საშენ მასალებად. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,საწარმოთა ინოვციური განვითარება“-ს მიერ
  20. მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია“-ს მიერ
  21. სასკოლო საგანმანათლებლო სისტემის არაეფექტიანობის და არაეფექტურობის შეფასება. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ,,ახალგაზრდული ალტერნატივა“; ,,ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“; ,,საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ანალიტიკის ასოციაცია“
  22. სკოლის ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის გატარება ,, ღია სკოლების ქსელი”. პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ,,სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“-ს მიერ
  23. „კულტურა ყველასათვის “ -ინდიკატორი ეკონომიური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: საერთაშორისო ფონდი ,,ლეა“; კავკასიური სახლი – საქართველო; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასური სახლი
  24. საპენსიო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობა საქართველოში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ: საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო“; ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაიანება“; ჯანმრთელი სამყარო