აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრობის მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილედეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის მიზნებსა და ღირებულებებს, გარდა იმ პირებისა, რომელთა დამფუძნებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია;
- იყოს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრობის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტისთვის არაუგვიანეს 2 წლისა;
- გააჩნდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმის რომელიმე სფეროში/სფეროებში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- უნდა გააჩნდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი პლატფორმის საქმიანობაში სტაბილური მონაწილეობისთვის.
განმცხადებელი საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს წერილობითი განაცხადით პლატფორმაში გაწევრიანების შესახებ. ამისთვის განმცხადებელი ორგანიზაცია ავსებს განაცხადის ფორმას და ორგანიზაციის ხელმძღვანელის/უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით ამოწმებს მას. შევსებული განაცხადის ფორმა ეგზავნება პლატფორმის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: np@ei-lat.ge
განმცხადებელი ორგანზაციის მიერ განაცხადის ფორმაში მითითებული საკონტაქტო პირები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიების თანამდებობის პირები.
ეროვნული პლატფორმაში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაცია უნდა მონაწილეობდეს სულ ცოტა ერთი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და გამოცდილების შესაბამისად.
პლატფორმის წევრობის შესახებ შევსებულ განაცხადს თან უნდა დაერთოს:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (გაცემული არაუმეტეს 1 თვით ადრე);
- ორგანიზაციის წესდების ასლი.
- სასურველია მითითებული იყოს პლატფორმის წევრი ორი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც იცნობს განმცხადებელს, მის გამოცდილებას, ადამიანურ რესურსებს და რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაუკავშირდეს საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციისათვის.