საქართველოს ეროვნული პლატფორმა გამოხატავს მკაფიოდ უარყოფით დამოკიდებულებას სახელმწიფო ტყეებისთვის სტატუსის შეწყვეტის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც  საკურორტო და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს 2022 წლიდან მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე დაამტკიცა.