2022 წლის 27 აპრილს, ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა თემაზე – “ნარჩენების მართვის სისტემა – სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ”.

სექტორული შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, განიხილეს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემის პრაქტიკასა და ამ მიმართულების არსებულ პრობლემებს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტებმა წარადგინეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და შეაჯამეს რეგიონის 2021 წლის ნარჩენების მართვის ანგარიში.

შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები.

თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან:

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია