29 იანვარს, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრაში.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია.