აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისმე-13 საერთო კრება გაიმართა 2025 წლის 29 დეკემბერს.

საერთო კრების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები:

  1. მოსმენილ იქნას საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანათავმჯდომარის, სამუშაო ქვეჯგუფების კოორდინატორების და ეროვნული ფასილიტატორის მოხსენებები განვლილ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ საქმიანობაზე.
  2. ჩატარდეს საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების,  და თავმჯდომარის არჩევნები;
  3. ჩატარდეს შესაბამისობის კომიტეტის (დავების განხილვის კომიტეტი) წევრების არჩევა.
  4. ჩატარდეს ქართულ ევროპული-პლატფორმის წევრების არჩევა.

2025 წელის 29 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმა Zoom-ით ჩატარებულ საერთო კრებაზე გაიმართა ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფების, დავების განმხილველი ორგანოს წევრებისა და ევროკავშირი-საქართველოს პლატფორმის წევრთა არჩევნები. საარჩევნო პროცესი წარიმართა ელექტრონული პლატფორმის Election Runner-ის გამოყენებით

საერთო კრებას ესწრებოდა ეროვნული პლატფორმის წევრი 59 ორგანიზაციის წარმომადგენელი  (სულ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ირიცხება 137 ორგანიზაცია), ხოლო საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო კრებაში მონაწილე 55 ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

წესდების 7.3. მუხლის თანახმად, წევრთა საერთო კრება იქნა ცნობილი უფლებამოსილად, რადგან მას სიითი შემადგენლობის 1/3 მეტი ესწრება.

იხილეთ კრების ოქმი.

საარჩევნო კომისიის ოქმი.