განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით მაი 8, 2026 | ახალი ამბები, განცხადებები, მთავარი | საქართველოს ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის მიმართ – გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ქართველების და ევროკავშირის წევრი ერების საერთო ევროპული ღირებულებებია: ადამიანის თავისუფლება, ეროვნული სუვერენიტეტი, სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა.