2022 წლის 16 დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების, ევროკომისიის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის და პარლამენტებისთვის.

რიგით მეათე შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარეები: რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი – კახა გოგოლაშვილი და ლიეტუვას შშპ ორგანიზაციების ფორუმის თავმჯდომარემ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრი – დოვილე ჯუკაიტე.

შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობა. პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ის პროგრესი თუ გამოწვევები, რომელიც ამ ეტაპზე დგას საქართველოში.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობაზე, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლის თაობაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შეიმუშავეს დეკლარაციის ტექსტი.