15 ოქტომბერს, ეროვნული პლატფორმის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა პოლიტიკურ პარტიასთან “ხალხისთვის”. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგად, პარტიამ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ჰყავდეს წარმომადგენელი თბილისას და ყაზბეგის საკრებულოებში. შეხვედრაზე ისაუბრეს პარტიის სამომავლო საქმიანობის მიზნებზე და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლის განხორციელებაც სურთ მათ დედაქალაქის მასშტაბით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.