აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა კიდევ ერთი სექტორული შეხვედრა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა, რომელიც გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გარემოებებით.

დაგეგმილ შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული პლატფორმის თამვჯდომარე –  ნინო ჩხობაძე-საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. 

Zoom-ის ფორმატის გამოყენებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები შესაბამისი სტრუქტურებიდან.

  1. საგარეო საქმეთა სამინისტრო
  2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტო