განცხადება სიძულვილის ენის შესახებ აგვ 3, 2026 | Uncategorized @ka, ახალი ამბები, განცხადებები, მთავარი | აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ღრმად შეშფოთებულია იმ პრაქტიკით, რომელსაც მართლმსაჯულების ორგანოები ამკვიდრებენ საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით. სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვისთვის დასჯის მაგალითები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქმედი კანონი და მისი აღსრულების პრაქტიკა სულ უფრო მეტად გამოიყენება მოქალაქეთა აზრის გასაკონროლებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების შესაკავებლად.