2022 წლის, 11 თებერვალს, ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა თემაზე – “ნარჩენების მართვის სისტემა- კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ”.
სექტორული შეხვედრის ფორმატის ფარგლებში განიხილეს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემის წარმატებულ პრაქტიკასა და არსებულ პრობლემურ მიმართულებებს, კახეთის რეგიონში.
შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები.
თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია აღინიშნო,ს რომ შეხვედრაში უშუალოდ მონაწილეობდა ლაგოდეხის მერი – ჯონდო მდივნიშვილი, ასევე გუბერნატორის 2 მოადგილეა და წარმომადგენელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.