15 თებერვალს, სექტორული ფორმატის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც წარდგენილი იყო „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020“.

ანგარიში მომზადდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ და წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მიერ, მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგს.

პროექტის მთავარი მიზანია სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისთვის, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის (ნარჩენების გარეშე ეკონომიკა) ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მთავარი სამიზნე ჯგუფებია საქართველოს მთავრობა, ბიზნეს-სექტორი და საქართველოს მოსახლეობა.

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც უკავშირდებოდა რეგიონებში ნარჩენების მართვის საკითხებს, გამოწვევებსა და გადაწყვეტის გზებს. რეგიონების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ რეგიონებში არსებული ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და – შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი ხათუნა ზალდასტანიშვილი.