დღეს, 18 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს მთავრობასა და საქართელოს ეროვნულ პლატფორმას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა სექტორული შეხვედრა თემაზე:
• აუდიო-ვიზუალური მედიის შესახებ დირექტივა: ცვლილებები მაუწყებლის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში;
• ელექტრონული კომერცია და მასთან დაკავშირებული ცვლილებები.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი:
• დავით ბუჯიაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი.

დირექტორიეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი:
• ეკა ყუბუსიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები:
• ივანე მახარაძე – აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;• ვახტანგ აბაშიძე – კომისიის წევრი;
• მარიამ სულაბერიძე – საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი;
• ლანა ბერიძე – კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

ასევე საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.