აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა კიდევ ერთი სექტორული შეხვედრა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხების განხილვა. არსებული ხედვებისა და მოსაზრებების გაზიარება.

Zoom-ის ფორმატის გამოყენებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების, კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი-დავით ბუჯიაშვილი

ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელი-რეზო ჩარკვიანი.