განცხადება სასამართლო რეფორმასა და ვეტინგზე მარ 18, 2024 | ახალი ამბები, განცხადებები | საქართველოს ეროვნული პლატფორმა მხარს უჭერს სასამართლოს სისტემური რეფორმის გატარებას, მათ შორის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის შემოღებას. თავის მხრივ, მოსამართლეთა ვეტინგის მექანიზმის და მისი მხარდამჭერი პირების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანია ხელს არ უწყობს საქმიან დისკუსიას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.