26 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პრეზიდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა პროცესებში არის კოალიცია ჩართული და როგორ გრძელდება პლატფორმის მუშაობა ევროკომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას, კოალიციის წევრების მხრიდან აღწერილი იყო პროცესი, რომელიც შექმნილია საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ჩართულები არიან იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელიც ეტაპობრივად იქმნება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე საუბარი იყო პლატფორმის ინიციატივებსა და უშაუალოდ მისი ფუნქციონირების ინტენსიურობასა და გაძლიერებაზე.

ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ცალსახად იყო აღნიშნული, რომ მნიშვნელოვანია 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან მიმართებით, პლატფორმამ წარადგინოს საკუთარი ხედვა და ამ კონკრეტული წინადადებების განსახილველად დაინიშნოს მორიგი სამუშაო შეხვედრა.