აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ, მომდევნო თვეების განმავლობაში, როგორ უნდა წარიმართოს ერთობლივი პროცესი, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წლის ბოლომდე რეკომენდირებული დღის წესრიგის შესრულების მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა ახლა არის უმთავრსი. რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა.

თავის მხრივ, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ საქმიანობაზე, რომელსაც პლატფორმა ეწევა და წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, როგორ შეიძლება მოცემული 6 თვის ვადაში, მნიშვნელოვანი შედეგებისკენ ნაბიჯების გადადგმა.
“მნიშვნელოვანია რომ, ჩვენ შევძლოთ და ამ პერიოდში, ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე მყარად დგას და წინ მიიწევს”.