2022 წლის 28 ივნისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეცხრე შეხვედრა.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის და პარლამენტებისთვის.


რიგით მეცხრე შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარეები: რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი – კახა გოგოლაშვილი და ლიეტუვას შშპ ორგანიზაციების ფორუმის თავმჯდომარემ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრი – დოვილე ჯუკაიტე.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ ისაუბრეს: ბ-ნმა ირაკლი ყურაშვილმა, ევროინტეგრაციის სფეროში გენერალური დირექტორი, საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბ-ნმა კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ქ-ნი დიანა იაბლონსკამ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ურთიერთობების განყოფილების გამგე, ევროკომისია.

მსჯელობა გაიმართა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მიმოიხილეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ბ-ნი ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ბ-ნი ვახტანგ ჭარაია – ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი დავით ბუჯიაშვილი – ევროკავშირის დახმარების პროგრამების და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი ქრისტიან პირვილესკუ – ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის ადამიანის უფლებების ჯგუფის თავმჯდომარე, მიხაილო დრაპაკი – უკრაინის პრიზმა, უჩა ნანუაშვილი – უფლებადამცველი, ყოფილი ომბუსმენი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შეიმუშავეს დეკლარაციის ტექსტი.