7 ივლისს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და მათ გააცნო  ხედვები, ფორმატი და ნაბიჯები თუ როგორ აპირებენ იმუშავონ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გაუზიარეს თავიანთი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ეს 6 თვიანი პროცესი იყოს მეტად ეფექტური და ორიენტირებული მიზანზე. პროცესის ეფექტურობისთვის უმთავრესია ნდობის აღდგენა, რომელიც გააჩენს შესაძლებლობებს დიალოგისა და თანამშრომლობის, ყველა მხარესთან.

პლატფორმის ინიციატივაა, რომ აღდგეს შარლ მიშელის შეთანხმება და მხარეები დაუბრუნდნენ დოკუმენტს. ასევე, საბჭოს მხრიდან საუბარი იყო რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე, სადაც შესაძლოა განიხილეონ ის კანონპროექტები, რომელიც პირველი მოსმენით უკვე არის მიღებული.

შეხვედრის შესახებ მომზადდა სიუჟეტები სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ: