14 მარტს, ელექტორნული პლატფორმა ზუმის გამოყენებით, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის ინიციატივით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საქართელოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი – ლაშა ტუღუში.
ონლაინ შეხვედრის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებული მდგომარეობის განხილვას. ასევე ისაუბრეს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.