3 დეკემბერს, ონლაინ ფორმატით ჩატარდა სექტორული შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
შეხვედრაზე განხილული იყო ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითზები – ბიომრავალფეროვნება საქართველოსა და მსოფლიოში რა გამოწვევბია და როგორია შექმნილი ვითარება.
ონლაინ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები და გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლიკა გიორგაძე.
საუბარი შეეხო ბიომრავალფეროცნებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ არსებულ ვითარებასა და იმ მთავარ ამოცანებს, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებზე, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო კონვენციებით. საქართველო შეერთებულია ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რომელიც უმთავრესი მექანიზმია ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო 7-19 დეკემბერს, კანადაში დაგეგმილ ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მეთხუთმეტე კონფერენციისთვის მზადების საკითხს, რომლის მიზანია რომ შეიქმნას ბიომრავალფეროვნების დაცვის 10 წლიანი გლობალური სტრატეგია, რომელიც იქნება საფუძველი ქვეყნებისთვის ეროვნულ დონეზე სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგემბის შემუშავების მომდევნო 10 წლისთვის.
თავდაპირველი მოხსენებების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრის ჩანაწერი სეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
https://www.facebook.com/100066990818971/videos/468808972051336