14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხზე მსჯელობა გაიმართა.

საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN) და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ, რომელიც საკურორტო რეკრეაციული მიზნებისათვის საინიციატივო წინადადების შემთხვევაში ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხის გადახედვას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარე ორგანზაციების წარომადგენლები.