11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა აკაკი ფანჩულიძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში შესული მოსაზრებების მოსმენას ეხებოდა.

შეხვედრაზე მონაწილეობა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მომავალში თემატური მოკვლევის ფარგლებში შედგება საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების მოსაზრებების გაცნობა.