საქართველოს ევროპული მომავალი და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უმთავრესი ამოცანა. ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის რიგით მე-12 პუნქტია ახალი სახალხო დამცველის არჩევა. საქართველოს პარლამენტმა, რეკომენდაციის შესასრულებლად შეიმუშავა და დაამტკიცა ცვლილებები “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში”. სახალხო დამცველის შერჩევის საგამონაკლისო წესის გათვალისწინებით, კანდიდატად დარეგისტრირდა 19 კანდიდატი.

პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინიციატივით, 18 და 20 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენები. შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს. კანდიდატების მოსმენები პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით გადიოდა ეროვნული პლატფორმის სოციალურ გვერდზე.

შეხვედრების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ მბულებზე:

https://www.facebook.com/eapcsfgnp/videos/971870523611931

https://www.facebook.com/eapcsfgnp/videos/2904267169882810