28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული და ინიცირებული კანონპროექტის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ მოსაზრებების გაზიარება.

ეროვნული პლატფორმის წევრების მრიდან მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური და დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, კანონპროექტის მიღება არის დაუშვებელი და იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელს შეუშლის ჩვენს ქვეყანას მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, კანონპროექტის მიღება, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანში დააზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესებს. შესაბამისად მოუწოდებენ რომ კანონპროექტი იქნას გამოწვეული და არ მოხდეს მისი განხილვა და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ.