2024 წლის 14 თებერვალს, სასტუმრო “Radisson Blu Iveria Tbilisi” -ს საკონფერენციო სივრცეში, პროექტის „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დისტანციური დეტექციის ინოვაციური საშუალებებით ტყის ხანძრის აღმოჩენის ინტეგრირებული მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემის დასანერგად საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა სექტორული შეხვედრა პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრის აღმოჩენის შესაბამისი ინტეგრირებული მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის ბენჩმარკი, შერჩევა, დიზაინი, მონტაჟი და ტესტირება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ:   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტების, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის, ტყის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში განხორცილებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მიღებული შედეგების გაცნობა. პროექტის ხელმძღვანელმა, დავით ცისკარიძემ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, პროექტის პირველ ეტაპის დასრულების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მომზადდა შემდეგი დოკუმენტები:

  1. პროექტის იმპლემენტაციის სამუშაო გეგმა; მონიტორინგისა და შეფასების გეგმა; გავლენის აღწერის დოკუმენტი;
  2. სტეიქჰოლდერების დარუქება დაცული ტერიტორიების სააგენტოს დახმარებით;
  3. პროექტის ექსპერტების მიერ  მომზადებული იქნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამოყენებული ტყის ხანძრების პროცედურებისა  და ტექნოლოგიების რისკის შეფასების ანგარიში, რომელიც წარმოდგენილი იქნა ტყის მართვის ექსპერტი მერაბ მაჭავარიანის მიერ;

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, სადაც ექსპერტებმა და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები რისკების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის, ა(ა)იპ სართაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრის მიერ და დაფინანსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.