12 ივნისს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილს შორის, სახელმწიფო მინისტრის რანგში ბოლო სამუშაო დღეს, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს და ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქვს. მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამშვიდობო ინიციატივის ” ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ” მნიშვნელობას.

შეხვერაზე წარმოდგენილმა პლატფორის წევრმა ორგანიზაციებმა მადლობა გადაუხადეს ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვეს ავსტრიაში ელჩის რანგში ახალ თანამდებობაზე. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ეროვნულ პლატფორმას მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის.