2021 წლის, 24 ნოემბერს, საქართველოს ერონვული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქვეყანაში შექმნილი ვითარების განხილვა სექტორული მიმართულებებით.

შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორებმა, თემატური პრიორიტეტების მიხედვით, ისაუბრეს იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე, იმ აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა და მისი წევრი ორგანიზაციების ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით.

სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, კონკრეტული სექტორების მიმართულებით, გაიმართება შეხვედრები, რომელზეც დეტალურად იქნება განხილული კონკრეტული საკითხები.