2022 წლის 5-7 დეკემბერს, პრაღაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რიგით მე-14 წლიური ასამბლეა გაიმართა სახელწოდებით – „მდგრადი სამოქალაქო საზოგადოება უფრო ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.
ეს იყო პირველი ფიზიკური შეკრება Covid-19-ის პანდემიის შემდეგ, რომელმაც ჩვენი მუშაობის უმეტესი ნაწილი ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. თუმცა, ამჯერად უკრაინაში რუსული აგრესიული ომის შედეგად გამოწვეული კრიზისების ფონზე.
2022 წლის ყოველწლიურ ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო 270-ზე მეტი დელეგატი, დამკვირვებელი, გადაწყვეტილების მიმღები და სტუმარი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. განვიხილეთ მიმდინარე გამოწვევები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის სამომავლო ფორმა, სამოქალაქო საზოგადოების როლი და გზები, მისი სამომავლო გაძლიერებისთვის.
ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერმა უმასპინძლა ფორუმის გახსნით ღონისძოებას და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გაიმართა პარალელური დებატები კონკრეტული თემებისა და საკითხების ირგვლივ. პანელურ დისკუსიებში, მომხსენებლები წარმოდგენილი იყვნენ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ისე ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებიდან. პალენებში მომხსენებლებად წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.