აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, რომელშიც მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოსახლეობას დიდი იმედი აქვს, რომ მათ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გააძლიერებს საზოგადოებრივ ძალისხმევას ქვეყანაში საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და მეტად უზრუნველყოფს და გააძლიერებს ქვეყნის ევროპული მომავალსკენ სვლას.

ევროინტეგრაციის პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯები ასევე გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს, მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და უფრო მეტ იმპულსს გამოიმუშავებს დასავლური სტილის განვითარებისთვის ექვსივე ქვეყანაში.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი.