2022 წლის 18 მარტს, ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით, მესამე სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული თემატიკის გათვალისწინებით, გაიმართა მორიგი სექტორული შეხვედრა თემაზე – “ნარჩენების მართვის სისტემა – მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ”.

სექტორული შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, განიხილეს ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემის პრაქტიკასა და ამ მიმართულების არსებულ პრობლემებს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტებმა წარადგინეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 2021 წლის ნარჩენების მართვის ანგარიში.

შეხვედრში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, ისე სფეროს ექსპერტები.

თავის მხრივ, განხილვებში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან:

 მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოები

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია