სამუშაო შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან.

2022 წლის 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.

ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების და ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც იკვეთება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით და კომიტეტის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვები, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე რიგ სფეროებში, ასევე ნორმატიული აქტების აღსრულების გამოწვევებზე.