9 დეკემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, კლიმატის ცვლილებების საკითხზე, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და დაინტერესებულ ახალგაზრდებთან.

შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაციას კლიმატის ცვლილების კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყნის როლზე კლიმატის ცვლილების შენელების პროცესში.

შეხვედრის მთავარი მომხსენებლები იყვნენ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა შეხვედრის (COP27) დელეგატები, ნინო თანდილაშვილი – გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მაია ცხვარაძე გარემოს – დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი, ასევე COP27-ში მონაწილე საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნინო თევზაძე (CENN) და დავით სიდამონიძე (GMG).