განცხადება სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სექ 27, 2026 | ახალი ამბები, განცხადებები, მთავარი | აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება სოხუმის დაცემიდან 33-ე წლისთავს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს წარმოადგენს. ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ასიათასობით დევნილს, რომლებმაც საკუთარ სამშობლოში ლტოლვილობის მძიმე ხვედრი გაიზიარეს.