საზოგადოების აქტიური წევრების, საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატავენ საკუთარ აზრს “რუსული კანონის” წინააღმდეგ, გრძელდება ორგანიზებული ძალადობის შემაშფოთებელი კამპანია. მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები ამ დრომდე ფორმალური და უშედეგოა. კამპანიური მუქარა და ფიზიკური ძალადობა გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოების წევრების, მათ შორისსაქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრების და მათი ოჯახების მიმართ.