საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროკომისიის მიერ შემუშვებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესის განხილვა.
საქართველოს პარლამენტმა, კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებით, ჩამოაყალიბა თემატური სამუშო ჯგუფები, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა განისაზღვრა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით. ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭომ,  კონსულტაციების შედეგად, წარადგინა ორგანიზაციები სამუშო ჯგუფებში. მათ შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები და ხედვები, რომელიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თითოეული პუნქტის ეფექტურ შესრულებას. პრეზიდენტს, აღნიშნული მოსაზრებები, წერილობითი ფორმით, განსახილველად შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაეგზავნა.

პრეზიდენტთან გამართულ, რიგით მესამე შეხვედრაზე, განიხილეს პლატფორმის მიერ მომზადებული წინადადებები და ხედვები. ასევე სამუშაო ჯგუფებში წარდგენილმა ორგანიზაციებმა მოკლედ მიმოიხილეს და შეაჯამეს სამუშო ჯგუფების მუშაობის პროცესი. გამოიკვეთა ის სფეროები, სადაც შეთანხმების მიღწევა მოხერხდა და ასევე ისაუბრეს პრობლემურ მიმართულებეზე.