11 მაისს, საგამოფენო სივრცეში “ექსპო ჯორჯია”, ევროპის დღე აღინიშნა.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, საინფორმაციო სტენდით, წარმოდგენილი იყო ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ვუმასპინძლეთ 2000-ზე მეტ სტუმარს, გადავეცით მათ წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევები, საინფორმაციო ბარათები, სტიკერები, საჩუქრები. მივაწოდეთ ინფორმაცია პლატფორმის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ.
„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა. წელს პირველად, ქვეყანამ ეს დღე უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით აღნიშნა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.







