საქართველოს პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოებამ წარადგინა სასამართლო სისტემის რეფორმის ხედვა. პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადდა და პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება და ასახავს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაცია და განხილვა მიმდინარეობდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხზე მსჯელობა მხარეთა შორის არგუმენტირებული დისკუსიის ფორმატით მიმდინარეობდა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკანონმდებლო წინადადების ავტორები: ლაშა ტუღუში, ეკა ციმაკურიძე, ვახტანგ ხმალაძე.
ავტორების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით.
22 თებერვალს, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.