16 თებერვალს, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრაში.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს 3 საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა შინაარსობრივი განხილვები. დღის წესრიგით დაგეგმილი 3 საკითხიდან, მხოლოდ 2 საკითხის განხილვა მოხერხდა. სასამართლო საკითხებზე მსჯელობა უახლოს მომავალში გაიმართება.