2025 წლის 2-4 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების  ფორუმის წლიური ასამბლეა სახელწოდებით —„გაფართოების დღის წესრიგის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში “.

ყოველწლიურ ასამბლეას ესწრებოდა 200ზე მეტი დელეგატი, დამკვირვებელი, გადაწყვეტილების მიმღები პირი და სტუმარი როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო:
  • მიმდინარე გეოპოლიტიკური და შიდა გამოწვევები;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ფორმატი;
  • სამოქალაქო საზოგადოების როლი რეგიონული დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში;
  • გზები, რომლებიც გაამყარებს და გაღრმავებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

გასულ კვირას, #EaPCivilSocietySummit ის ფარგლებში, ასამბლეის დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ასახავს ფორუმის კოლექტიურ პოზიციას და პრიორიტეტებს. 
დოკუმენტი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების იმ საერთო მიზნებს, რომლებიც 
მიმართულია დემოკრატიის, მდგრადობისა და რეგიონალური თანამშრომლობის 
გაძლიერებისკენ, რეგიონში არსებული პირობების გათვალისწინებით.

რეზოლუცია წარმოადგენს ერთობლივ გზამკვლევს — დემოკრატიული, მდგრადი და 
თანამშრომლობაზე დაფუძნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შექმნისთვის.

იხილეთ რეზოლუცია. 

ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა პარალელურიდებატები სხვადასხვა თემატურ საკითხებზე. პანელურ დისკუსიებში მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც აღმოსავლეთ 
პარტნიორობის ქვეყნებიდან, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. 
თემატურ პანელებში მომხსენებლებიიყვნენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.