ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ, 2020 წელს გამოცხადდა პროგრამული მხარდაჭერის პროცესი, რომელიც განხორციელდა 3 ეტაპად. ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა შემფასებელი კომისია, რომელიც განიხილავდა შემოსულ საპროექტო განაცხადებს.
საერთო ჯამში დაფინანსდა 7 პროექტი და უზრუნველყოფილ იქნა პლატფორმის 48 წევრი ორგანიზაციის ჩართულობა.
დაფინანსებული პროექტები:
1. “ასოცირების შეთანხმებით აღებული ჩარჩო დირექტივების (WFD, MSFD, ბიომრავალფეროვნება), ენერგეტიკული რესურსების გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი) ჩOVID-19 პანდემიის პირობებში – ძირითადი აპლიკანტი – მანანა დევიძე – ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
2. ევროპული ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების დანერგვა -ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად – ძირითადი აპლიკანტი – ნინო ელიზბარაშვილი – ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”
3. ძლიერი საზოგადოება-ძლიერი მმართველობისთვის – ძირითადი აპლიკანტი – ნინო ხუხუა – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
4. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში – ძირითადი აპლიკანტი – ალლა გამახარია – კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
5. სამოქალაქო ჩართულობა სამომხმარებლო ბაზრზე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განთავსების ხელშეწყობისთვის – ძირითადი აპლიკანტი – მანანა წულაია – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”
6. “პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები, სიტუაციის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება” – ძირითადი აპლიკანტი – ზვიად ელიზიანი – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”
7. თვითმმართველობის განვითარება და საარჩევნო პროცესების ანალიზი კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად – ძირითადი აპლიკანტი – ალუ გამახარია – მშვიდობიანი და საქამიანი კავკასია