9 თებერვალს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილ, კომიტეტის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობაზე.
განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მდგომარეობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები. იმსჯელეს საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ბიზნეს ასოციაციების და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.