2023 წლის 19 დეკემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-12 საერთო კრება. ღონისძიებას ესწრებოდა პლატფორმის წევრი 128 ორგანიზაციის 151 წარმომადგენელი და ასევე მოწვეული სტუმარი ევროკავშირის დელეგაციიდან.

იხილეთ კრებაზე დამსწრე ორგანიზაციათა სია.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა  საქართველოს  ეროვნული  პლატფორმის  თავმჯდომარემ. მან მონაწილეებს დასამტკიცებლად წარუდგინა კრების დღის წესრიგი.

იხილეთ კრების დღის წესრიგი.

საერთო    კრების    პირველ    ნაწილში    პლატფორმის    თავმჯდომარემ,   ნინო ჩხობაძემ და მისმა მოადგილეებმა, ასევე საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია კუპრაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა წარმოადგინეს პლატფორმის მიერ 2021-2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

საერთო კრებაზე თანმიმდევრულად განიხილეს წესდება და მასში ინიცირებული ცვლილებები. რიგით მე-12 საერთო კრებაზე ცვლილებები შევიდა წესდების არაერთ მუხლში. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საერთო კრების ოქმი.

წევრთა საერთო კრების მიმდინარეობისას   ჩატარდა   პლატფორმის   თანათავმჯდომარეებისა და სამუშაო   ჯგუფების კოორდინატორთა არჩევნები. ასევე ევროკავშირი-საქართველოს პლატფორმის და დავების განმხილველი ორგანოს წევრთა არჩევნები.

იხილეთ საერთო კრების ოქმი.