6 მაისს, საგამოფენო სივრცეში “ექსპო ჯორჯია”, ევროპის დღე აღინიშნა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა, საინფორმაციო სტენდით, წარმოდგენილი იყო ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ვუმასპინძლეთ 2000-ზე მეტ სტუმარს, გადავეცით მათ წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევები, საინფორმაციო ბარათები, სტიკერები, საჩუქრები. მივაწოდეთ ინფორმაცია პლატფორმის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ.

ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობის ძირითადი ნაწილი იყო კითხვარი “რა არის შენთვის ევროპა?”. ჩვენს საინფორმაციო სივრცესთან მოსული სტუმრები, მცირე ჩანაწერების სახით, აფიქსირებდნენ თავიან აღქმებს ევროპასთან დაკავშირებით და მათი ჩანაწერები ჩვენს საგამოფენო “პამაქელაზე” გროვდებოდა. მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტუმრების უმრავლესობისთვის ევროპა ასოცირდება თავისუფლებასთან, ახალ შესაძლებლობებთან, სამართლიანობასთან, თანასწორობასთან და ღირსეული განათლების მიღებასთან.