დღეს, 9 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები სამუშაო შეხვედრების ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს, თამარ ხულორდავას და კახა კუჭავას.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს წყლის ობიექტებზე (ზღვა, ტბები, წყალსაცავები,მდინარეები) მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის პრობლემები და წყალშიდახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია.ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, კომიტეტის თავმჯდომარეებს გააცნეს უახლესი კვლევის შედეგები, რომელიც ამ თემის ირგვლივ ჩატარდა. შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.