საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

კომისიის მიერ, საქართველოსთვის დადგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ერთ-ერთი საკითხია ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ოფისის ეფექტური ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს სწორედ იმ პროცედურებსა და ნაბიჯებზე, რომელიც ხელს შეუწყობს რეკომენდაციის ეფექტურად შესრულებას.