მიმდინარე წლის 19 აპრილს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ ფორმატებზე, რომელშიც ეროვნული პლატფორმა აქტიურად იყო ჩართული და რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ასევე ყურადღღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და ნაბიჯებზე.
ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა რომ, დღეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი და ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, ქვეყნის საერთო მიზნის მისაღწევად უნდა გაერთიანდეს ყველა.