თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“, რომლის ფარგლებშიც მსჯელობენ თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ საქართველომ შეძლოს გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. 

დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თანა-თავმჯდომარე.

კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ თემატურ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლამდე გასავლელ გზაზე არსებულ გამოწვევებთან, სააჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმასთან, პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის განმუტხვის პროცესთან, პანდემიის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილ გამოწვევებსა და შერიგების პოლიტიკასთან.

ერთობლივი ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია იმართება საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის, 2015 წელს, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.