აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გაიმართა კიდევ ერთი სექტორული შეხვედრა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მსჯელობა ნარჩენების მართვის სისტემებზე, კერძოდ განიხილეს ქ. თბილისის ნარჩენების მართვის გეგმა.

დაგეგმილ შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული პლატფორმის თამვჯდომარის მოადგილე, მესამე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი  ნინო ჩხობაძე-საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარე. 

Zoom-ის ფორმატის გამოყენებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები. განხილვაში ასევე ჩართულნი იყვნენ წარმომადგენლები შემდეგი უწყებებიდან:

  1. მთავრობის ადმინისტრაცია
  2. თბილ-სერვის ჯგუფი
  3. თბილისის მერია
  4. EBRD-ის პროექტის ხელმძღვანელი